რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ
წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი
ოდენობის ღირებულების წვრილფეხა საქონლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე
ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ
ბრალდებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოტყუებით
დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 78 000 ლარის ღირებულების 260 ერთეულ
წვრილფეხა საქონელს, რის შემდეგაც რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა
მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
180-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი
ოდენობით) ჰქონდა წარდგენილი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული სრულად
ცნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა
განესაზღვრა.