წალკაში შიდა გზების მოხრეშვა 806 943 ლარად იგეგმება
წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქ წალკასა და მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების მოხრეშვის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, გზები ქალაქ წალკასა და 30 სოფელში მოიხრეშება.

პროექტით გათვალისწინებულია წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი გზების მიწის ვაკისის მოშანდაკება გრეიდერით და გზის შეკეთება მთის ბალასტით ქვემოთ ჩამოთვლილ გზებზე:
1. წალკის შიდა გზების მოხრეშვა 21,3 კმ;
2. სოფ. ტბეთის შიდა გზა 4,1 კმ;
3. ხარაბის შიდა გზა 2,9 კმ;
4. კოხტა ჩრდილისუბნის დამაკავშირებელი გზა 5,6 კმ;
5. თრიალეთი 5 .1 კმ;
6. კავთა 2,93 კმ;
7. დაშბაში 8,4 კმ;
8. ბეშთაშენი 9,8 კმ;
9. ახალშენი 11 კმ;
10. იმერა 4,6 კმ;
11. ბარეთი 7,2 კმ;
12. ლივადი 7,15 კმ;
13. არსარვანი 5,2 კმ;
14. გოდაკლარი 6,02 კმ;
15. ჩოლიანი 7 კმ;
16. საყდრიონი 7,3კმ;
17. ნარდევანი 8 კმ;
18. აიაზმა 5 კმ;
19. განთიადი 4,55 კმ;
20. კუში 6,1 კმ;
21. არწივანი 8 კმ;
22. ბერთა 2,7 კმ;
23. ოზნი 6,8 კმ;
24. კიზილკილისა 11 კმ;
25. ავრანლო 11,4;
26. ბურნაშეთი 2 კმ;
27. რეხა 4,5 კმ;
28. გუმბათი 5,2 კმ;
29. აშკალა 13 კმ;
30. წმ. გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი 1,41 კმ;
31. კოხტის შიდა გზა 3,4 კმ.


წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქისა და სოფლების გზების მოხრეშვას 806 943 ლარად გეგმავს. მერიის ტენდერში მონაწილეობა დაინტერესებულ კომპანიებს 6-დან 11 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები