მარნეულის მერის მოადგილეს უძრავი ქონება არ აქვს - თემურ შუბითიძის ქონებრივი დეკლარაცია
მარნეულის მერის მოადგილის, თემურ შუბითიძის მიერ შევსებული ქონებრივი
დეკლარაციის მიხედვით,
შუბითიძე უძრავ ქონებას არ ფლობს. თემურ შუბითიძემ ქონებრივი
დეკლარაცია 2024 წლის 25 ივნისს შეავსო, რომლის მიხედვითაც მის
სახელზე უძრავი ქონება არ რეგისტრირდება.
შუბითძის სახელზეა რეგისტრირებული ხუთი მოძრავი ქონება - ავტომობილები
და მოტოციკლები. მერის მოადგილე ფლობა 2016 წელს 35 000 დოლარად
შეძენილ Porsche Macan-ს, 2020 წელს 14 000 დოლარად შეძენილ BMW
X5M-ს, 2022 წელს 52 000 დლარად შეძენილ Porsche 911-ს, 2020 წელს 9
500 დოლარად და 2024 წელს 2 000 დლარად შეძენილ BMW-ს მარკის
მოტოციკლებს.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თემურ შუბითიძეს ჰყავს მეუღლე და ორი
მცირეწლოვანი შვილი. დეკლარაციის მიხედვით, უძრავ ან მოძრავ ქონებას
არც მის მიერ დეკლარაციაში მითითებული ოჯახის წევრები ფლობენ.
დეკლარაციის მიხედვით, თემურ შუბითიძეს საბანკო ანგარიშებზე 9 080
ლარი აქვს განთავსებული. შუბითიძეს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს
თუ რა ოდენობის თანხას იღებს წლიურად, ხელფასის სახით, მარნეულის
მერის მოადგილის რანგში.
რა არის ქონებრივი დეკლარაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი:
თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციების შევსება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ანტიკორუფციული
ინსტრუმენტია. ამ გზით საქართველოში თანამდებობის პირებს ყოველ წელს
ევალებათ საკუთარი კავშირების, ინტერესის, ქონებისა და ფინანსების
გასაჯაროება. პროცესი ელექტრონულია და შევსებული დეკლარაციები
ხელმისაწვდომია სპეციალურ ვებგვერდზე – declaration.acb.gov.ge.
საჯაროობას აქვს როგორც პრევენციის მიზანი, რომ თანამდებობა პირადი
სარგებლის მისაღებად არ იქნეს გამოყენებული, ისე სხვადასხვა სახის
დარღვევების, მაგალითად თანამდებობის პირების უკანონო გამდიდრების
გამოვლენის მიზანი. ამრიგად, მნიშვნელოვანია, რომ დეკლარირების
სისტემა მუდმივად ვითარდებოდეს და იხვეწებოდეს. - წერია
გამჭვირვალობა საქართველოს ვებ-გვერდზე.
საქართველოში მოქმედი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების
საშუალებით გროვდება ინფორმაცია როგორც თანამდებობის პირების
კავშირებსა და ინტერესებზე, ისე მათ ქონებასა და ფინანსურ
მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის საშუალებით
გასაჯაროებული ინფორმაცია საკმაოდ ვრცელია, იგი არაა სრულყოფილი და,
ხშირად, აკლია დეტალიზება, რაც ართულებს მონიტორინგის პროცესს.
რადიო „მარნეული“