მარნეულის მერიამ 8 სოფელში 303 843 ლარად გარე განათების მოწყობა ერთი კომპანიისაგან შეისყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ერთ
კომპანიასთან შპს „მური“-სთან
303 843 ლარისა და 06 თეთრის ღირებულების 8 გამარტივებული
ხელშეკრულება გააფორმა.
შპს „მური“-სთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების მიხედვით,
მარნეულის მერია 8 სოფელში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,
გარე განათების მოწყობას გეგმავს.
გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალსა და თანხის რაოდენობას, რომელიც გარე
განათების მოწყობაში დაიხარჯება.
სოფელ დიდ მუღანლოში გარე განათების მოწყობა - 39 326,43
ლარი
სოფელ თაზაქენდში (ალგეთის) გარე განათების მოწყობა - 39 185,33
ლარი
სოფელ კაპანახჩში გარე განათების მოწყობა - 39 138,03 ლარი
სოფელ კაჩაგანში გარე განათების მოწყობა - 39 333,86 ლარი
სოფელ ლეჟბადინში გარე განათების მოწყობა - 29 271,42 ლარი
სოფელ პირველ ქესალოში გარე განათების მოწყობა - 39 205,96 ლარი
სოფელ ქეშალოში გარე განათების მოწყობა - 39 073,72 ლარი
სოფელ ყიზილაჯლოში გარე განათების მოწყობა - 39 398,31
ლარი
შპს „მური“-ს მფლობელი და დირექტორი თორნიკე თვარაძეა. მარნეულის
მერიას შპს „მური“-სთან 2020 წლიდან დღემდე გამარტივებული შესყიდვის
წესით 48 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ყველა ხელშეკრულება სოფლის
მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებში გარე განათებების მოწყობას
ეხება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარნეულის მასშტაბით სოფლის
კრებები 10 თებერვალს დაიწყო და 21 თებერვლამდე გაგრძელდა.
ცენტარალური ბიუჯეტიდან მარნეულის სოფლებისათვის 1 232 000 ლარი
გამოიყო, ხოლო ადგილობრვმა თვითმმართველობამ 2025 წლის მარნეულის
ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარის თანადაფინანსება გამოყო.