წალკის მერია შადრევანის რეაბილიტაციას 280 045 ლარად გეგმავს
წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქ წალკაში მდებარე შადრევანის მოწყობა/რეაბილიტაციას გეგმავს. წალკის მერიამ შადრევანის მოწყობისათვის ტენდერი 2 ივლისს გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, შადრევანის თავზე მოთავსებული ქანდაკება „თრიალეთის თასი“ ბრინჯაოს მასალით იქნება შექმნილი, შადრევნის სამ იარუსზე კი თითბრის წრიული ბარელიეფი განთავსდება.

„შადრევანი წარმოაგენს სამ იარუსიან მეტალის ნაგებობას, რომელიც გაფორმებულია მხატვული დეტალებით. შადრევნის ზედა დონეზე განთავსებულია ე.წ. «თრიალეთის თასის» ბრინჯაოში შესრულებული კოპიო, ხოლო სამი თეფშის გარშემო თითბერის მასალაში შესრულებული ბარელიეფები. წყალი გადმოედინება ზემოდან ქვემოთ თავისუფალი ვარდნით“. - აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში

წალკის მუნიციპალიტეტი ქალაქში მდებარე შადრევანის მოწყობა/რეაბილიტაციისათვის 280 045 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ტენდერში მონაწილეობა კომპანიებს 18-დან 23 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ. სატენდერო წინადადების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში უნდა შეასრულოს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები