ქვემო ქართლში თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და ტარებაში დახმარების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფრომაციით, დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული ი.ჯ., 1980 წელს დაბადებული შ.ი. და თურქეთის ინტერპოლის მიერ ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის წითელი ცირკულარით ძებნილი

2000 წელს დაბადებული გ.ი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ჯ.-მ და გ.ი. -მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ ბრალდებულებისგან ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და 13 ვაზნა". - წერს შსს.

დანაშაულები 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე , 25-236-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.


წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები