ბოლნისის სოფელ ტალავერში(ფახრალო) რიტუალების სახლის აშენებას გეგმავენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ტალავერში (ფახრალო) ახალი რიტუალების სახლის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14,000 ლარს შეადგენს, რომელიც სრულად 2025 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

როგორც შესყიდვის დოკუმენტაციიდან ირკვევა, საპროექტო მომსახურება მოიცავს რიტუალების სახლის სრულ დოკუმენტაციას, რომლის სავარაუდო სამშენებლო ღირებულება 550,000 ლარია.

ძირითადი სამუშაოები, რომლებიც პროექტმა უნდა მოიცვას:

პროექტირების ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იყოს მიწის

სამუშაოები, საძირკვლისა და ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების მოწყობა, ტიხრების ამოშენება, გადახურვა, კარ-ფანჯრების მონტაჟი, შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები, წყალსადენ-კანალიზაცია, გათბობა-ვენტილაცია, ელმომარაგება, ტერიტორიის შემოღობვა და სამშენებლო ნაგვის გატანა.

პროექტის შემადგენლობა:

დემონტაჟისა და ახალი შენობის მშენებლობის პროექტი უნდა მოიცავდეს: თავფურცელს (ობიექტის დასახელება, მისამართი), პროექტის შემადგენლობას, განმარტებით ბარათს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, მოცულობათა უწყისს, ტოპოგრაფიას, გეოლოგიას (საექსპერტო დასკვნით), სიტუაციურ და გენერალურ გეგმებს, გეგმებს, ჭრილებს, ფასადებს, 3D ვიზუალიზაციას, კონსტრუქციულ ნაწილს, საინჟინრო კომუნიკაციების ნაწილს (წყალსადენი, კანალიზაცია, გათბობა-ვენტილაცია, ელმომარაგება), ღობის მოწყობის ნახაზებსა და სამშენებლო სამუშაოების გეგმა-გრაფიკს.

ყველა ნახაზი და დოკუმენტაცია უნდა იყოს კვალიფიციურად შედგენილი, შესაბამისი ტექნოლოგიების, მასალების ხარისხის, მახასიათებლებისა და განზომილებების ჩვენებით.

დამატებითი მოთხოვნები:

პროექტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინფრასტრუქტურის ადაპტირება.

ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.


ყდის ფოტო: სოფელი ტალავერი(ფახრალო) რადიო "მარნეულის არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები