122 დღიანი მუშაობის შემდეგ ქვემო ქართლის გუბერნატორი სუსის უფროსის მოადგილე გახდა
ქვემო ქართლში სახელწმიფო რწმუნებულის პოსტზე 122 დღის გატარების შემდგომ ლევან ხარაბაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) უფროსის მოადგილე გახდა.
ამ ეტაპზე უცნობია ვინ იქნება ახალი ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული.

ლევან ხარაბაძე “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად (გუბერნატორად) 2025 წლის 6 მაისს დანიშნა. ლევან ხარაბაძე გუბერნატორობის პერიოდში მარნეულსაც სტუმრობდა.
სოფელ ყიზილაჯლოში, საკრებულოს დეპუტატსა და მოქალაქეს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, როდესაც მაჟორიტარმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა კასც, კრიტიკის გამო, ჩაი შეასხა და ფიზიკური ანგარიშსწორებისათვის გაიწია, მოქალაქეებთან შესახვედრად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე ჩამოვიდა. ხარაბაძემ ყიზილაჯლოელებთან შეხვედრაზე საუბრარი ქართულად დაიწყო, ხოლო მას შემდეგ რაც ნახა, რომ თარჯიმანი მის ნათქვამს კარგად ვერ თარგმნიდა მოქალაქეებთან საუბარი რუსულად გააგრძელა.

მარნეულში ლევან ხარაბაძის ვიზიტის ამსახველ ფოტო/ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში აზიარებდა მარნეულის მერიისა და საკრებულოს ოფიციალური გვერდებიც. მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით, ყოფილი გუბერნატორი ძირითადად მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ათვალიერებდა.

“ქართული ოცნების” პარლამენტმა მამუკა მდინარაძე, 85 ხმით, სუსის უფროსად, 3 სექტემბერს, აარჩია. დღეს, 4 სექტემბერს, ოფიციალურად გახდა ცნობილი მისი მოადგილეების ვინაობა, რომელთა

შორისაც ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორიცაა.

მამუკა მდინარაძის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა. სუსის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები