მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა წარჩინებულ
კურსდამთავრებულებს „აი-იას“ სამყაროში ამოგზაურებს“.
მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებული გამარტივებული შესყიდვის
მიხედვით, მუნიციპალიტეტი 2024-2025 სასწავლო წლის წარჩინებულ
მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში წაიყვანს და ღია
გაკვეთილს ჩაუტარებს.
„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2024-2025
სასწავლო წელი წარჩინებით დაასრულა 62- მა მოსწავლემ ( ოქრო-44,
ვერცხლი-18).
მიზანშეწონილად მიმაჩნია, მოტივაციის ამაღლების მიზნით წარჩინებული
მოსწავლეები და მათი პედაგოგები ვამოგზაუროთ „აი-იას“ სამყაროში,
კერძოდ, მოვინახულოთ იაკობ გოგებაშვილის სახლ მუზეუმი, ჩავატაროთ ღია
გაკვეთილი მუზეუმის ეზოში, ღონისძიება კი დავასრულოთ სტუმრების
გამასპინძლებით“. - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის
მოხსენებით ბარათში
ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის
უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებლის დავით აროშიძის მოხსენებითი ბარათის
მიხედვით, ღონისძიების სრულყოფილად ჩასატარებლად საჭიროა:
1) 2(ორი) ერთეული სამგზავრო ავტობუსის (50 ადგილიანი) დაქირავება
მარშრუტით: მარნეული- ვარიანი- მარნეული.
2) 65 (სამოცდახუთი) ერთეული სასაჩუქრე წიგნის ( ზომა 35*25)
შეძენა
3)65(სამოცდახუთი) სასაჩუქრე პარკის, მუნიციპალიტეტის ლოგოთი (წიგნისმ
შესაბამისი ზომის) შეძენა
4)სტუმრების და მოსწავლეების გამასპინძლების უზრუნველყოფა
მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მარნეულის მერია კურსდამთავრებულებს
“აი-იას” სამყაროში 5 სექტემბერს ამოგზაურებს.
მარნეულის მერიამ 65 ვეფხისტყაოსანის წიგნი “ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობისაგან” 3 406 ლარად შეიძინა.