პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ბოლნისის მერობის კანდიდატი ასაფ ჩირაგოვი იქნება

პარტია „ლელო - ძლიერი საქართველომ” ბოლნისის მერობის კანდიდატად სოფელი გოჩულუს მკვიდრი ასაფ ჩირაგოვი წარადგინა.

ინფორმაცია დღეს, 4 სექტემბერს, მარნეულში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური საბჭოს წევრმა, აგილ მუსტაფაევმა გაავრცელა. მან განაცხადა, რომ ბოლო წლებში ბოლნისის მერობის კანდიდატად არცერთი პარტიიდან არ წარდგენილა აზერბაიჯანელი კანდიდატი.

ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასაფ ჩირაგოვმა რადიო “მარნეულთან”განაცხადა, რომ „ლელოს“ ქვეყანაში რეალურ ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად

მიიჩნევს:

„მე ჩემი კანდიდატურა წარვადგინე იმის რწმენით, რომ „ლელო“ რეალური ალტერნატივაა და ვენდობი ამ გუნდს. მჯერა, რომ ჩვენს გუნდთან ერთად ვიპოვით არსებული პრობლემების გადაწყვეტას. ჩვენ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ. ჩვენ არ გვაკლია ნდობა. არჩევის შემდეგ, ყველაფერს გავაკეთებთ ბოლნისში არსებული პრობლემების გადასაჭრელად“, - განაცხადა ასაფ ჩირაგოვმა

აღსანიშნავია, რომ ასაფ ჩირაგოვი 1996 წელს ბოლნისის რაიონის სოფელ გოჩულუში დაიბადა. საშუალო სკოლის პირველი 9 კლასი აზერბაიჯანში დაამთავრა. მოგვიანებით, ოჯახთან ერთად მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და საშუალო განათლება იქ დაასრულა. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მიიღო. 2016 წლიდან პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და არაერთ უცხოურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება.

 

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები