მარნეულის მერიამ ახალგაზრდული იდეების კონკურსი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მარნეულელი ახალგაზრდებისათვის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდებისაგან შექმნილი საინიციატივო ჯგუფებისათვის კონკურსს აცხადებს.

მარნეულის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში თითოეული პროექტის დაფინანსება არაუმეტეს 10 000 ლარით იქნება შესაძლებელი.

კონკურსის თემატური მიმართულებებია:
მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება
ინტეგრაციის ხელშეწყობა
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
გარემოს დაცვა
სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა


მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდული იდეების კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 22 სექტემბერია.
განაცხადები უნდა გაიგზავნოს: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან დარეგისტრირდეს

მარნეულის მერიაში.
შესავსები დოკუმენტაცია იხილეთ მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://marneuli.gov.ge/index.php?m=729
საკონტაქტო პირი: თათია ანდიაშვილი — 551 34 34 54

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები