ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების
პროპორციული
და მაჟორიტარული სიებისა და მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა 4
სექტემბერს ამოიწურა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას N22 მარეულის
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლელა ქრისტესიაშვილმა
განაცხადა, რომ საოლქო საარჩვენო კომისიამ მომდევნო ორი დღის
განმავლობაში უნდა გადაამოწმოს მერობის კანდიდატების და პროპორციული
სიები, რის შემდეგაც ცნობილი გახდა თუ რამდენი მერის კანდიდატი
დარეგისტრირდა მარნეულში და ვინ არიან პარტიულ
სიებში.
„მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება პარტიული სიების, მერობის
კანდიდატებისა და მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები.
4 სექტემბერს რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი საბუთების მიღების ვადა
ამოიწურა. ამ ეტაპზე ოლქი არის მუშა პროცესში, რაც გულისხმობს იმას,
რომ თავმჯდომარეების მხრიდან უნდა მოხდეს გადამოწმება წარმოდგენილი
დოკუმენტაციისა და დოკუმენტაციების შემოწმების შემდგომ პარტიული
სიები, მაჟორიტარი კანიდიდატები და მერობის კანდიდატები გაივლიან
რეგისტრაციას“. - განაცხადა ლელა ქრისტესიაშვილმა
N22 მარნეულის საოლქო საარჩვენო კომისიის ხელმძღვანელის განმარტებით,
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულში 81 საარჩევნო
უბანი იქნება გახსნილი, საედანაც 41 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება, ხოლო 40 უბანზე
ტრადიციული წესით.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 სექტემბერს
გაიმართება.
ამ ეტაპზე ცნობილია 3 პირის ვინაობა, ვინც მარნეულის მერობისათვის
კენჭს იყრის. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დაურ ისმაილოვია,
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ მერობის
საერთო კანდიდატი ასად ალიევია, პარტია „ჩვენი ერთიანი საქართველოს“
მერობის კანდიდატი კი ალი ბადიროვია.
რადიო „მარნეული“