საკრებულოში ყიზილაჯილოს მაჟორიტარად საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებულმა პირმა კანდიდატურა მოხსნა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საინიციატივო ჯგუფმა მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარის კანდიდატად ვუგარ ბაირამოვი წარადგინა, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნა.

ვუგარ ბაირამოვი ერთადერთი მაჟორიტარი კანდიდატი იყო, ვინც მარნეულში საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო დასახელებული.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული იფნორმაციის მიხედვით, ვუგარ ბაირამოვის კანდიდატურა მარნეულის N22 საოლქო საარჩვენო კომისიაში 19 აგვისტოს დარეგისტრირდა.

ვუგარ ბაირამოვის კანდიდატურა ხუთი ადამიანისაგან

შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. ბაირამოვის ყიზილაჯლოს მაჟორიტარად წარდგენის საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან ელმადინ ტალიბოვი, ელჩინ ალახვერდიევი, ახლიმან ბაბაქიშივეი, ტურალ ნასიბოვი და ნიზამ ბაირამოვი.

რადიო "მარნეულს" მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, რომ ვუგარ ბაირამოვმა მათ მიმართა კანდიდატურის შეჩერების მოთხოვნით, რასთან დაკავშირებითაც საოლქო საარჩევნო კომისიამ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ფოტო: არქივი. საარჩევნო უბანი სოფელ ყიზილაჯლოში. 
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები