პროკურატურამ ბრალი წაუყენა მარნეულში ყალბი ფულის გასაღების გამო დაკავებულ ორ პირს
პროკურატურამ მარნეულში ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის განცხადების მიხედვით, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც გულისხმობს ყალბი ვალუტის შენახვას გასაღების მიზნით და გასაღებას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვლისწინებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო

სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლეჟბადინში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ორ პუნქტში, საერთო ჯამში 7 ხუთას ევროიანი ყალბი კუპიურა გაასაღეს, რითაც დაზარალებულებს 10 765 ლარის ზიანი მიაყენეს“. - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში

პროკურატურის განცხადების მიხედვით, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე შსს-მ აზერბაიჯანის 2 მოქალაქე 6 სექტემბერს დააკავა.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები