დმანისში „ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის სახელით რადიო „მარნეულს“ სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ
„ქართულმა ოცნებამ“ დმანისის მუნიციპალიტეტის კარაბულახის თემის მაჟორიტარ კანდიდატად ამავე სოფლის სკოლის დირექტორი და საკრებულოს მოქმედი წევრი გამლეტ ისმაილოვი დაასახელა. ისმაილოვის კანდიდატურის დასახელებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა, რომელმაც 14 წლის აითაჯის მკვლელობის ფაქტი გაიხსნეა - 14 წლის გოგო სწორედ სოფელ კარაბულახის საჯარო სკოლაში სწავლობდა, სანამ 27 წლის კაცზე გაათხოვებდნენ.

„კობა მურადაშვილი პედოფილების და

მოძალდების მამა გახდი? ტფუუ ასეთი პოლიტიკას, საქმეს და ადამიანობასაც!
გახსოვთ 14 წლის აიტაჩის სასტიკი მკვლელობა?
ამ სკოლის დირექტორი აიტაჩის დედასთან ერთად აორგანიზებდა ნიშნობას და ერთად მალავდნენ.
ამ სკოლის დირექტორი, ჰამლეტ ისმაილოვი, პედოფილია, რომელმაც თავისი არასრულწლოვანი მოსწავლე ცოლად მოიყვანა. სწორედ ამიტომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეც . მან შვილი 7 წლის ასაკში საკუთარ სახელზე გადაიყვანა. ღმერთმა თვითონ მიხედოს პატარა ბავშვის მკვლელებს!“
- წერს სოციალურ ქსელში სამირა ბაირამოვა და დმანისის მოქმედ მერსა და „ქართული ოცნების“ მერობის კადიდატს, კობა მურადაშვილს მიმართავს

რადიო „მარნეულმა“ სამირა ბაირამოვას მიმართვა სოციალურ ქსელში გააზიარა, რის შემდეგაც რედაქციას დაურეკა პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გაგვეცნო როგორც გამლეტ ისმაილოვის მეგობარი, გვესაუბრა ქართულ ენაზე, მოგვთხოვა, რომ პოსტი წაგვეშალა და სასმართლოში ჩივილით დაგვემუქრა. ამავე პირმა დარეკა რადიო „მარნეულის“ სხვა ჟურნალისტთანაც, საუბარი დაიწყო აზერბაიჯანულ ენაზე, ქართულად კითხვის დასმის შემდეგ გვითხრა, რომ ქართული არ იცოდა, საუბრის ქართულად გაგრძელებისას კი კვლავ გამართული ქართულით გვითხრა, რომ სასამართლოში გვიჩივლებდა და მობილური გათიშა.
მობილური ნომრების ბაზის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ნომერი ეთიგამ ისმაილოვს ეკუთვნის.

რადიო „მარნეულმა“ მოიძია გამლეტ ისმაილოვის მობილურიც. ისმაილოვმა ჩვენს რამდენიმე ზარს არ უპასუხა, ხოლო შემდეგ ტელეფონი გათიშა.

რადიო „მარნეულთან“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა დმანისის მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კადიდატმა კობა მურადაშვილმა. მურადაშვილი, ისევე როგორც პირი, რომელმაც ქართული ენა მისთვის საჭირო დროს არ იცოდა სასამართლოში ჩივილით დაგვემუქრა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები