ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულის მუნიციპალიტეტში 3
მერობის კადიდატია დასახელებული.
მერობის კანდიდატების რაოდენობით მარნეული ქვემო ქართლის ყველა სხვა
მუნიციპალიტეტს ლიდერობს - რუსთავსა და ბოლნისში 2 კანდიდატია
დასახელებული, ხოლო გარდაბანში, დმანისში, წალკასა და თეთრიწყაროში
1-1 კანდიდატი.
მარნეულში მერობის კანდიდატები სამმა პარტიამ დაასახელა. ალი ბადიროვი
„ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ მერობის კანდიდატია, ასად ალიევი
„ძლიერი საქართველოს“, ხოლო დაურ ისმაილოვი „ქართული ოცნების“.
რუსთავში
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე იქნება,
ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი თამარ
კეკენაძე.
ბოლნისში კანდიდატები წარადგინეს „ძლიერმა საქართველომ“ და „ქართულმა
ოცნებამ“. „ოცნების“ კანდიდატი ზამური ჭითანავა, ხოლო „ძლიერი
საქართველოს“ კანდიდატი ასაფ ჩირაგოვი იქნება.
გარდაბანში, დმანისში, წალკასა და თეთრიწყაროში მერობის მხოლოდ ერთი
კანდიდატი იქნება. ამ მუნიციპალიტეტებში კანდიდატები „ქართულმა
ოცნებამ“ დაასახელა. გარდაბანში მერობის კანდიდატი დავით
კარგარეთელია, დმანისში კობა მურადაშვილი, წალკაში ილია საბაძე,
თეთრიწყაროში მიხეილ აფციაური.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბერს
გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და
მონაწილეობას არ იღებს.
2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერს 64
მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში აირჩევენ. ცენტრალური
საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,
საქართველოს მასშაბით 25 მუნიციპალიტეტში მერობის მხოლოდ 1, „ქართული
ოცნების“, კანდიდატია დარეგისტრირებული.
ეს მუნიციპალიტეტებია:
საგარეჯო;
გურჯაანი;
დედოფლისწყარო;
ყვარელი;
თიანეთი;
გარდაბანი;
დმანისი;
წალკა;
თეთრიწყარო;
ახალციხე;
ადიგენი;
ასპინძა;
ახალქალაქი;
ნინოწმინდა;
ონი;
ამბროლაური;
ცაგერი;
მესტია;
საჩხერე;
ბაღდათი;
ვანი;
ტყიბული;
აბაშა;
მარტვილი;
ფოთი;