2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე
დმანისში
მერობის მხოლოდ ერთი კანდიდატი - „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი
კობა მურადაშვილია დარეგისტრირებული.
კონკურენტი არ ეყოლება ქვემო ქართლის კიდევ სამ მუნიციპალიტეტს. აქ
კანდიდატები მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა:
- გარდაბანში — დავით კარგარეთელი
- წალკაში — ილია საბაძე
- თეთრიწყაროში — მიხეილ აფციაური
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 25
მუნიციპალიტეტში მერობის მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული და
ყველგან ეს კანდიდატები „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ.
ამავე თემაზე:
ქვემო
ქართლის 4 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი მხოლოდ „ოცნებამ“
დაასახელა
გარეკანის ფოტო: კობა მურადაშვილის ფეისბუქ გვერდი.