ვინ იბრძოლებს მარნეულის საკრბეულოში მოსახვედრად „ოცნების“ პროპორციული სიით
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პროპორციული სიებით, მარნეულის საკრბეულოში მოსახვედრად 7 პარტია იბრძოლებს. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულის საკრბეულოში მოსახვედრად, პარტიული სიები წარადგინეს პარტიებმა: „კონსერვატორები საქართველოსთვის“; „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „ძლიერი საქართველო-ლელო“; „სახალხო ხელისუფლება“; „გახარია საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება“.

„ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ სიაში 25 ადამიანი შეიყვანა. მათ შორის 6 ქალია, ხოლო 19 კაცი. „ოცნების“ პარტიული სიის

პირველი ნომერი საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ამირან გიორგაძეა.

გთავაზობთ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრების ჩამონათვალს:
1. ამირან გიორგაძე
2. რიჩარდ გიგანი
3. ბესიკ გელენიძე
4. ადილ ალიევი
5. სოსო ინაძე
6. გივი გიორგაძე
7. თეონა ფარჯიანი
8. ზურაბ ჭონიაშვილი
9. ელშან ჰასანოვი
10. ასიფ იუზბაშევი
11. მაგამედალი ბედიევი
12. ანარ დურსუნოვი
13. აქსანა კურბანოვა
14. ორხან კასუმოვი
15. რამიზ გაჯიევი
16. ამინ უმბათოვი
17. მაია გელაშვილი
18. გიუშეან რიზაგულიევა
19. ვუსალ ბაირამოვი
20. მედეა გიორგაძე
21. მარიამი გოგრიჭიანი
22. ლევან ნავერიანი
23. თორნიკე მთვარელიძე
24. ლევან ბექაური
25. ლუკა ცარციძე

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბერს გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მონაწილეობას არ იღებს.

2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერს 64 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში აირჩევენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მასშაბით 25 მუნიციპალიტეტში მერობის მხოლოდ 1, „ქართული ოცნების“, კანდიდატია დარეგისტრირებული.

მარნეულში მერობის კანდიდატები სამმა პარტიამ დაასახელა. ალი ბადიროვი „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ მერობის კანდიდატია, ასად ალიევი „ძლიერი საქართველოს“, ხოლო დაურ ისმაილოვი „ქართული ოცნების“.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები