მარნეულში ახალი სანაგვე კონტეინერები დანომრეს
მარნეულის მერიის მიერ შეძენილი ახალი ურნები დაინომრა. როგორც რადიო „მარნეულს“ შპს სუფთა მარნეულის ხელმძღვანელმა, ლერი მუმლაძემ უთხრა, დანომვრა ურნების აღრიცხვას და ადგილმდებარეობის განსაზღვრას გაუმარტივებს. მუმლაძის თქმით, სანაგვე ურნების ძირითადად ქალაქშია გადანაწილებული, ნაწილი კი სოფლებში. კონტეინერების ჩატანას გეგმავენ მარნეულის სხვა სოფლებშიც. ლერი მუმლაძის  თქმით, გადანაწილების პროცესს სავარაუდოდ ერთ კვირაში მორჩებიან.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ 500 საგანვე უნის შესაძენად 325

000 ლარიანი ტენდერი თებერვლის თვეში საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ურნების მოთხოვნები შემდეგნაირად იყო გაწერილი:

• ტევადობა 1100 ლიტრი
• მაქსიმალური ტვირთამწეობა: არანაკლებ 440კგ
• სახურავის ტიპი: ბრტყელი.
• გამოყენებული უნდა იყოს შემდეგი მასალა: ( მაღალი სიმკრივის პოლიეთილენი), რომელიც მდგრადია მაღალი და დაბალი ატმოსფერული ტემპერატურის, ქიმიური და ბიოლოგიური ზემოქმედების მიმართ. არ უნდა შეიცავდეს კადმიუმს.
• კონტეინერს წინა მხარეს სავალდებულოა ჰქონდეს სავარცხლისებური ჩასავლები სარტყელი, რომლის მეშვეობითაც მოხდება მისი აწევა და დაცლა სპეციალური ავტომანქანის მიერ.
• კონტეინერს სახურავზე უნდა ახლდეს ერთი ცალი დამატებითი ხუფი, მცირე ზომის ნარჩენების განსათავსებლად თავსახურის წინა (ფასადის) მხარეს. დამატებითი ხუფი უნდა იყოს განთავსებული კონტეინერის მთლიან სიგრძზე.
• კონტეინერს წინა და უკანა კედელზე უნდა გააჩნდეს სიხისტის ჩაღრმავებები, დეფორმაციის თავიდან აცილების მიზნით.
• მეტალის ყველა დეტალი დამზადებული უნდა იყოს კოროზია გამძლე მეტალისგან. კოროზიისადმი მდგრადობა განპირობებული უნდა იყოს ცხლად მოთუთიების ტექნოლოგიით.
• კონტეინერი უნდა მოერგოს სტანდარტულ ნაგავმზიდ სპეც-ავტომანქანებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები