„ოცნებამ“ პროპორციულ სიაში შეიყვანა ქალი, რომელმაც საპარალმენტო არჩევნებზე რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალა
12:53 / 11.09.2025
საპარლამენტო არჩევნებზე მარნეულის N7 საუბნო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე, აქსანა კურბანოვა,
რომელიც არჩევნების დღეს რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტების მიმართ
აგრესიულობით გამოირჩეოდა „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებისათვის პარტიულ სიაში შეიყვანა.
ხელს
მუშაობაში და შეეცადა ერთ-ერთი ჟურნალისტის მობილური ტენეფონის
წართმევას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
მიხედვით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე
„ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს პროპორციულ სიაში აქსანა კურბანოვა
მე-13-ე ნომრად წარადგინა.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბერს
გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და
მონაწილეობას არ იღებს.
2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერს 64
მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში აირჩევენ. ცენტრალური
საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,
საქართველოს მასშაბით 25 მუნიციპალიტეტში მერობის მხოლოდ 1, „ქართული
ოცნების“, კანდიდატია დარეგისტრირებული.
მარნეულში მერობის კანდიდატები სამმა პარტიამ დაასახელა. ალი ბადიროვი
„ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ მერობის კანდიდატია, ასად ალიევი
„ძლიერი საქართველოს“, ხოლო დაურ ისმაილოვი „ქართული ოცნების“.