ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პროპორციული სიებით,
მარნეულის საკრბეულოში მოსახვედრად 7 პარტია იბრძოლებს.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულის
საკრბეულოში მოსახვედრად, პარტიული სიები წარადგინეს პარტიებმა:
„კონსერვატორები საქართველოსთვის“; „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „ძლიერი საქართველო-ლელო“; „სახალხო
ხელისუფლება“; „გახარია საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება“.
პარტიამ “ლელო-ძლიერი საქართველო” მარნეულის საკრბეულოში მოსახვედრად
პროპორციულ სიაში 17 პირი შეიყვანა. აქედან 2 ქალია, ხოლო 15 კაცი.
პროპორციულ
სიაში პირველი ნომერი აგილ მუსტაფაევია.
გთავაზობთ “ლელო-ძლიერი საქართველოს” პროპორციულ სიას რიგითობის
მიხედვით:
1. აგილ მუსტაფაევი
2. ჯეიხუნ კარაევი
3. ზურაბი სხირტლაძე
4. ჯეიხუნ ახმედოვი
5. ანა საფაროვა
6. ბახდიიარ გუმბატოვი
7. ადილხან ნაიბოვი
8. გუმბატ ჯალილოვი
9. ნამიგ ბაირამოვი
10. ელნურ ნაბიევი
11. კარა ორუჯევი
12. შამილ ხალილოვი
13. ნიზამი მამედოვი
14. შოთა ხორბალაძე
15. ფარილ აგაჯანოვი
16. ეკატერინე ფარეხელაშვილი
17. გიულმამედ კასუმოვი
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბერს
გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და
მონაწილეობას არ იღებს.
2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერს 64
მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში აირჩევენ. ცენტრალური
საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,
საქართველოს მასშაბით 25 მუნიციპალიტეტში მერობის მხოლოდ 1, „ქართული
ოცნების“, კანდიდატია დარეგისტრირებული.
მარნეულში მერობის კანდიდატები სამმა პარტიამ დაასახელა. ალი ბადიროვი
„ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ მერობის კანდიდატია, ასად ალიევი
„ძლიერი საქართველოს“, ხოლო დაურ ისმაილოვი „ქართული ოცნების“.