ვინ იბრძოლებს მარნეულის საკრბეულოში მოსახვედრად „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ პროპორციული სიით
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პროპორციული სიებით, მარნეულის საკრბეულოში მოსახვედრად 7 პარტია იბრძოლებს. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულის საკრბეულოში მოსახვედრად, პარტიული სიები წარადგინეს პარტიებმა: „კონსერვატორები საქართველოსთვის“; „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „ძლიერი საქართველო-ლელო“; „სახალხო ხელისუფლება“; „გახარია საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება“.

პარტიამ “ჩვენი გაერთიანებული საქართველო” მარნეულის საკრბეულოში მოსახვედრად პროპორციულ სიაში 8 პირი შეიყვანა. რვავე მათგანი კაცია. პროპორციულ სიაში პირველი

ნომერი აგშინმაგარრამოვია.

გთავაზობთ “ჩვენი გაერთიანებული საქართველოს” პროპორციულ სიას რიგითობის მიხედვით:
1. აგშინ მაგარრამოვი
2. სალეხ ტაგიევი
3. შამილ შამილოვი
4. ელნურ რიზაგულიევი
5. სანან ფარაჯოვი
6. რომან ფარაჯოვი
7. ორხან ნასიბოვი
8. შარიფ შამილოვი

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბერს გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მონაწილეობას არ იღებს.

2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერს 64 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში აირჩევენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მასშაბით 25 მუნიციპალიტეტში მერობის მხოლოდ 1, „ქართული ოცნების“, კანდიდატია დარეგისტრირებული.

მარნეულში მერობის კანდიდატები სამმა პარტიამ დაასახელა. ალი ბადიროვი „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ მერობის კანდიდატია, ასად ალიევი „ძლიერი საქართველოს“, ხოლო დაურ ისმაილოვი „ქართული ოცნების“.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები