დღეს, 11 სექტემბერს, ქალაქ მარნეულში, 26 მაისის და ლაღიძის
ქუჩების კვეთაში, მსუბუქი ავტომობილი წითელი ფერის სატვირთო მანქანას
შეეჯახა.
თავდაპირველად, თვითმხილველები აცხადებნენ, რომ მსუბუქი ავტომობილი
სახანძრო-სამაშველო მანქანს შეეჯახა - ინფორმაცია შინაგან საქმეთა
სამინისტრომ არ დაადასტურა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ
დაშავებულა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ადგილზე გაუწიეს პირველადი სამედიცინო
დახმარება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამედიცინო
ჯგუფი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ
უწყებაში განაცხადეს, რომ მსუბუქი ავტომობილი არა სახანძრო მანქანას,
არამდედ წითელი ფერის სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ფაქტთან
დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციული წესითაა დაწყებული.
ჩასწორება: მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა წითელი ფერის სატვირთოს.
სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია, რომ “მსუბუქი ავტომობილი
სახანძრო-სამაშველო მანქნას შეეჯახა” ჩასწორებულია.