ვინ იბრძოლებს მარნეულის საკრბეულოში მოსახვედრად “გახარია საქართველოსთვის” პროპორციული სიით
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პროპორციული სიებით, მარნეულის საკრბეულოში მოსახვედრად 7 პარტია იბრძოლებს. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულის საკრბეულოში მოსახვედრად, პარტიული სიები წარადგინეს პარტიებმა: „კონსერვატორები საქართველოსთვის“; „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „ძლიერი საქართველო-ლელო“; „სახალხო ხელისუფლება“; „გახარია საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება“.

პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” მარნეულის საკრბეულოში მოსახვედრად პროპორციულ სიაში 13 პირი შეიყვანა. აქედან 4 ქალია, ხოლო 9 კაცი. პროპორციულ

სიაში პირველი ნომერი ვეფხია გურგენიშვილია.

გთავაზობთ “გახარია საქართველოსთვის” პროპორციულ სიას რიგითობის მიხედვით:

1. ვეფხია გურგენიშვილი
2. დავით გურგენიშვილი
3. რამილია მამედოვა
4. გიორგი რუსიშვილი
5. ოთარ რუხაძე
6. ინგა დევაძე
7. ლაშა ბერაძე
8. მირანდა გოგიჩაიშვილი
9. მარიამ ბერაძე
10. გელა ნოზაძე
11. ნოდარ კორაშვილი
12. მერაბ რუსიშვილი

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბერს გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მონაწილეობას არ იღებს.

2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერს 64 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში აირჩევენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მასშაბით 25 მუნიციპალიტეტში მერობის მხოლოდ 1, „ქართული ოცნების“, კანდიდატია დარეგისტრირებული.

მარნეულში მერობის კანდიდატები სამმა პარტიამ დაასახელა. ალი ბადიროვი „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ მერობის კანდიდატია, ასად ალიევი „ძლიერი საქართველოს“, ხოლო დაურ ისმაილოვი „ქართული ოცნების“.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები