მარნეულის ერთ-ერთ სოფელში კაცი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, დაკავებულია ორი
პირი, რომლებმაც თანასოფლელს ბლაგვი და ასევე ბასრი საგნის
გამოყენებით სხვადასხვა დაზიანებები მიაყენეს.
"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განძრახ დაზიანების
ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. და 2007 წელს დაბადებული თ.ხ.
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის
ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი უთანხმოების ნიადაგზე,
თანასოფლელს, 1992 წელს დაბადებულ შ.გ.-ს ბლაგვი, ასევე, ბასრი საგნის
გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალნენ". - აღნიშნულია შსს-ს
განცხადებაში
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე
და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 7 წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს.
შსს-ს განცხადებით, დაშავებული კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია
მოთავსებული.