მარნეულის 4 ოლქში მაჟორიტარობისთვის მხოლოდ „ოცნების“ კანდიდატები იბრძვიან
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულის 20 მაჟორიტარული ოლქიდან ოთხში მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა კანდიდატები. ყველაზე მეტი, 3 მაჟორიტარი კანდიდატი, თამარისის თემშია დარეგისტრირებული. თამარისის თემის მაჟორიტარი კანდიდატები არიან ჯონი ქოჩქიანი "კონსერვატორები საქართველოსთვის", ეკატერინე ფარეხელაშვილი "ძლიერი საქართველო -

ლელო" და დიმიტრი აბრამიშვილი "ქართული ოცნება".

20 მაჟორიტარული ოლქიდან 15-ში კანდიდატი მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" და "ძლიერი საქართველო - ლელომ" წარადგინეს. პარტიას, "გახარია საქართველოსთვის" მარნეულის არც ერთ მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი არ წარუდგენია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები