მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზომი
ხელსაწყოები გამარტივებული წესით შპს „ნოვა“-სგან შეისყიდა.
მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით,
მერიამ 2 საზომი რულეტი და ლაზერული მანძილმზომი შეისყიდა.
საზომების შესყიდვის თხოვნით მოხსენებითი ბარათი მერს, კენან ომაროვს,
ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და
მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსურლებელმა ჯაბა
ასანიძემ გაუგზავნა.
„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის
ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და
მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების
პროცესის დაგეგმარების განყოფილება ახორციელებს სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის პროექტირებას. ჩვენი
საქმიანობის ეფექტურად და სრულფასოვნად შესასრულებლად, გვესაჭიროება
შესაბამისი ტექნიკური რესურსებითა და სამუშაო აღჭურვილობით
უზრუნველყოფა“. - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის
მოხსენებით ბარათში
მარნეულის მერიამ შპს „ნოვა“-სგან საზომი ხელსაწყოები, გამარტივებული
წესით, 8 სექტემბერს შეისყიდა. მერიამ 2 საზომ რულეტსა და ლაზერულ
მანძილმზომში 1 048 ლარი გადაიხადა.
რადიო „მარნეული“