ქალაქ მარნეულში, ჯეო ჰოსპიტალსის სამშობიარო და ამბულატორიული
სამედიცინო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე,
22 სექტემბერს, სკრინინგული კვლევები უფასოდ ჩატარდება.
მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კვლევებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი, სახელმწიფო პროგრამის ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და
სკრინინგი" ფარგლებში, მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის
მხარდაჭერით, ატარებს.
სკრინინგის უფასო კვლევები მოიცავს:
• ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ჩათვლით ასაკის
ქალებისთვის (მამოგრაფიული კვლევა);
• საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-60 წლის ჩათვლით ასაკის
ქალებისთვის;
• პროსტატის კიბოს რისკების განვითარების მართვა (50-70 წლის
მამაკაცებში, ექიმის მიმართვის საფუძველზე)
• მობილურ ამბულატორიაში ჩატარდება B და C ჰეპატიტების, გლუკოზისა და
ჰიპერტენზიის სკრინინგული კვლევები, აივ-ინფექცია/შიდსის
ტესტირება;
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და კვლევებზე ჩასაწერად შეგიძლიათ
დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 593 24 48 09
რადიო „მარნეული“