მარნეულის სპორტსკოლამ კრივის სავარჯიშო რინგი 9 100 ლარად შეისყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულმა სკოლამ კრივის სავარჯიშო რინგი შეისყიდა. სპორტულმა სკოლამ რინგის შესყიდვისათვის ტენდერი 19 აგვისტოს გამოაცხადა და მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „იკასპორტიმ“ მიიღო.

მარნეულის სპორტულ სკოლას კრივის სავარჯიშო რინგის შესასყიდად 9 200 ლარის ღირებულების ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. კომპანიამ სპორტსკოლას რინგის მიწოდება 9 100 ლარად

შესთავაზა.

მარნეულის სპორტსკოლასა და შპს „იკასპორტს“ შორის, 12 სექტემბერს, გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 9 100 ლარის ღირებულების კრივის სავარჯიშო რინგი კომპანიამ სპორტსკოლას 22 სექტემბრამდე პერიოდში უნდა მიაწოდოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები