ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ახლადმოწყობილი
სასმელი წყლის მილი გასკდა.
წყალი მოედინება რუსთაველის ქუჩის დიდ ნაწილზე, ივანე ჯავახიშვილის
სახელობის პარკიდან გიორგაძის ქუჩის
კვეთამდე.

რადიო „მარნეულმა“ დაზიანების შესახებ შეტყობინება გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიაში გააკეთა. ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ
მოთხოვნა დაფიქსირებულია და კომპანიის წარმომადგენლები შესაბამის
რეაგირებას მოახდენენ.
რადიო „მარნეული“