მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განცხადების მიხედვით,
22 სექტემბერს, მარნეულის საკრბეულოს სხდომა გაიმართება.
მარნეულის საკრბეულოს სხდომა მერიის შენობაში, საკოფერენციო დარბაზში,
12:00 საათზე დაიწყება. სხდომაზე დასწრება თავისუფალია, რაც ნიშნავს,
რომ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება დაესწროს საკრებულოს
სხდომას.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულოს აპარატის მიერ გავრცელებული
ინფორმაციის მიხედვით, სხდომაზე 6 საკითხს განიხილავენ. ეს
საკითხებია:
1. „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების
შესახებ“
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19
დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. თეონა ფარჯიანი, ლარისა გელაშვილი/
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის 6 თვის
შესრულების ანგარიშის შესახებ.
/მომხს. თეონა ფარჯიანი/
3. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების
შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 01 აგვისტოს
№02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. მამუკა შუბითიძე/
4. „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური
უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და
მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მაისის №15 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. მამუკა შუბითიძე/
5. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების
შესახებ.
/მომხს. ცოტნე ბოჭოიძე/
6. მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე
მუნიციპალური საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ.
/მომხს. ია ესებუა/