მარნეულელმა მშვილდოსანმა გოგომ, თიკა შავაძემ მშვილდოსნობაში
საქართველოს
თასის გათამაშებაზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს პრიზიორი
გახდა.
მარნეულის სპორტული სკოლის განცხადების მიხედვით, ახალგაზრდებს შორის
საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი მშვილდოსნობაში ქალაქ
თბილისში, 14-17 სექტემბერს, გაიმართა.
„შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის
სპორტული სკოლის სპორტსმენმა თიკა შავაძემ (პირადი მწვრთნელი – გიორგი
გორდეზიანი) და მესამე ადგილი მოიპოვა“. - აღნიშნულია მარნეულის
სპორტული სკოლის
განცხადებაში
მარნეულის სპორტსკოლის განცხადების მიხედვით, ღონისძიებას ესწრებოდნენ
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სიმონ
ნოზაძე, ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძე, ფედერაციის
ვიცე პრეზიდენტი და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის
დირექტორი მამუკა ნავერიანი.