მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება არარსრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაიწყო
შსს-მ არასრულწლოვანზე ძალადობის მუხლით დაიწყო გამოძიება მარნეულელი მაღალჩინოსანის შვილის მიერ, სავარაუდო, ძალადობის ფაქტზე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 19 სექტემბერს, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილმა ერთ-ერთი საკონდიტროს თანამშრიმელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქართული ენის არ ცოდნის გამო.

გავრცელებულ ვიდეოში ისმის ხმაური, სადაც რიჩარდ გიგანის შვილი ფიგურირებს და მოქალაქეს “გვერდზე გაყვანას” სთხოვს. ისმის ფრაზები რუსულ ენაზე.

"Успокойся брат" .( ძმაო

დაწყნარდი). იქვე იმყოფება საკრებულოს სხვა წევრიც, ბესო გელენიძეც. 24 News - ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისული იყო სამართალდამცავი უწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო “მარნეულს” განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობას არასრულწლოვნის მიმართ. უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ არის თუ არა დამნაშავე დაკავებულები.

რადიო “მარნეული”
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები