ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურთან (არახლო), 2024 წლის 30
დეკემბერს, ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა მოკვლდა.
ავტომობილის მძღოლისსასამართლო დასკვნითი სასამართლო პროცესი 16
სექტემბერს, ქალაქ რუსთავის სასამართლოში გაიმართა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, გადაწყვეტილების მიღების
ხანგრძლივი პროცესის გამო სხდომა 17 სექტემბრისთვის გადაიდო და
მოსამართლემ ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაღუპული ახალგაზრდის, სინან შარიფოვის დედამ, ნაზ ბაირამოვამ, რადიო
„მარნეულისთვის“ მიცემულ
ინტერვიუში განაცხადა, რომ არ ეთანხმება
განაჩენს და გაასაჩივრებს მას. ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსამართლემ
ობიექტური გადაწყვეტილება არ მიიღო და მას დამნაშავესთან ნათესაური
კავშირი ჰქონდა.
„2024 წლის 30 დეკემბერს, მაღალი სიჩქარით მოძრავმა პირმა
ჩვენი ორი შვილი მოკლა, რომლებიც გზის გადაკვეთას ცდილობდნენ.
მინისტრები არაერთხელ მოვიდნენ ჩვენთან, ეროვნული დავა დაიწყო.
ყველანი დავმშვიდდით. ვთქვით, რომ ისინი კანონის სრული სიმკაცრით უნდა
დაისაჯონ. მოსამართლეები, ადვოკატები და მაღალი თანამდებობის პირები
ამის ნათესავები არიან. დაგვჩაგრეს რადგან გრძელი ხელები და ფეხები
აქვთ. იმ ადამიანს, ვინც ორი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 3 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 9 თვე უკვე გავიდა, ეს ადამიანი 2
წლისა და 3 თვის შემდეგ გარეთ გამოვა. ის კიდევ 2 ბავშვს მოკლავს.
ჩვენთან კანონი არ არის, სამართალი არ არის. რამდენი ადამიანი მოვიდა
ჩემს სახლში და დამემუქრა. ფული შემომთავაზეს, მაგრამ მე არ
დავთანხმდი. ჩვენი ეროვნების ადამიანი რომ ყოფილიყო, 15 წლით
თავისუფლების აღკვეთას მისცემდნენ. ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოს
გადაწყვეტილებას. მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება მიიღო და
გაიქცა.“
ბაირამოვას თქმით, სასამართლო სხდომაზე თარჯიმანი არ იმყოფებოდა და
მათ სიტყვის უფლება არ მიეცათ. სასამართლოზე საუბრის შემთხვევაში კი
500 ლარით დააჯარიმებდნენ.
კიდევ ერთი დაღუპულის, ელჩინ ბინეტოვის მამამ, ფაზილ ბინეტოვმა,
გვითხრა, რომ პროკურორმა მას დაჰპირდა, რომ ამ საქმეზე სასჯელი 6-დან
10 წლამდე იყო.
„მაშინ დაგვიბარეს ქალაქ რუსთავში, წავედით. პროკურორმა
მითხრა, რომ იჩივლებთ თუ არა, ამ საქმეზე მინიმალური სასჯელი 6-დან 10
წლამდეა. ჩვენ 16 რიცხვში ქალაქ რუსთავში დაგვიბარეს და სასამართლო
პროცესიც შედგა. თარჯიმანი მოვიდა და გვითხრა, რომ 3 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მე ვენდობოდი საქართველოს მთავრობას,
რომ თუ სასჯელი არსებობდა დასჯიდნენ“ - აღნიშნა ფაზილ
ბინეტოვმა.
სინან შარიფოვის ბიძამ, სამირ შარიფოვმა, სასამართლოს გადაწყვეტილება
დისკრიმინაციულად შეაფასა.
„მე კანონი მინდა. ორ 17 წლის ახალგაზრდას მანქანა
დაეჯახა. ამ საქმეზე მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მათ
პარლამენტში მყოფი ახლობლები ჰყავთ. როდესაც მოსამართლემ
გადაწყვეტილება გამოაცხადა, პოლიციაც კი გაოცდა. ისინი ჩვენს ერს
გამოარჩევენ. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ“, -
თქვა სამირ შარიფოვმა
გასული წლის 30 დეკემბრის ღამეს, ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურის
(არახლო) მახლობლად, მე-11 კლასის მოსწავლეს სინან შარიფოვს და მე-9
კლასის მოსწავლე ელჩინ ბინეტოვს მანქანა დაეჯახა. ტრაგედიის შემდეგ
დაპირისპირება დაიწყო, სოფელში სპეციალური დანიშნულების რაზმები და
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ გზით უზრუნველყო წესრიგი ბოლნისის
მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში.