წერეთელი-ქესალოს გზატკეცილის მე-5 და მე-6 კილომეტრზე გზა ჩამოინგრა
მარნეულის მუნიციპალიტეტში, წერეთელის, ნორგიულის, დიდი მუღანლოსა და ქესალოს დამაკავშირებელი გზის მე-5 და მე-6 კილომეტრებზე გზა ჩამოინგრა. ჩამონგრევა ართულებს ტერიტორიაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას და საფრთხეს უქმნის მძღოლების უსაფრთხოებას.


რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მძღოლები ამბობენ, რომ ამ გზით სარგებლობისას ხშირად ხვდებიან სახიფათო სიტუაციებში. ისინი მოითხოვენ, რომ შესაბამისმა ორგანოებმა სასწრაფოდ შეაკეთონ გზა. მძღოლების თქმით, პრობლემის დროულად არ აღმოფხვრის შემთხვევაში, შესაძლოა სერიოზული

ზიანი მიაყენონ როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ადამიანების უსაფრთხოებას.

გზის ჩამონგრევა დაფიქსირდა იმ ადგილას, სადაც გადის წყლის არხი, რომელიც გამოიყენება სოფლებში სასოფლო-სამეურნეო მინდვრების მოსარწყავად. აღნიშნული გზატკეცილი ერთადერთი გზაა, რომელიც მარნეულს შვიდ სოფელთან აკავშირებს.


რადიო „მარნეულს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით და გეგმავენ გზის შეკეთებას. ჯერ უცნობია, როდის დაიწყება სამუშაოები. მათ ასევე აღნიშნეს, რომ გზის შეკეთების შესახებ შესაბამის უწყებებს აცნობეს.

აღსანიშნავია, რომ წერეთელი-ქესალოს გზას 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაში შევიდა. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონ 750 ათასი ლარი გამოიყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები