გუშინ, 21 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში
კაცი დაჭრეს.
შემთხვევა ღამის საათებში მოხდა.
რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.
სანდო წყაროს ცნობით, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში თავად
დამნაშავემ მიიყვანა.
დაშავებული მკურნალობას მარნეულის “ავერსის” კლინიკაში
გადის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო “მარნეულს” განუცხადეს, რომ
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე
მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთრლობის განძრახ მძიმე
დაზიანებას გულისხმობს.