მარნეულში 8 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია სჭირდება - მერიამ საპროექტო დოკუმენტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მასშტაბით მოქმედი 8 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად მარნეულის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადების მიხედვით, მარნეულის ზოგიერთ ბაღში საჭიროა ახალი სააღმზრდელო კორპუსის მიშენაბა, სათამაშო მოედნების მოწყობა, სახანძრო უსაფრთხოების მოწყობა და სხვა.

მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია მარენულის შემდეგ ბაღებს ესაჭიროებათ.

1. ქალაქ მარნეულის N4 ბაგა-ბაღი - საჭიროა სრული რეაბილიტაცია ყველა საჭირო უსაფრთხოების რეგლამენტის გათვალისწინებით და ახალი სააღმზრდელო კორპუსის მიშენება.
2. სოფელ კაპანახჩის ბაგა-ბაღი - საჭიროა სრული რეაბილიტაცია ყველა საჭირო უსაფრთხოების

რეგლამენტის გათვალისწინებით და ეზოში სათამაშო მოედნების მოწყობა.
3. სოფელ შაუმიანის ბაგა-ბაღი - საჭიროა სრული რეაბილიტაცია ყველა საჭირო უსაფრთხოების რეგლამენტის გათვალისწინებით, არსებული ღობის რეაბილიტაცია და ეზოში სათამაშო მოედნების მოწყობა.
4. სოფელ შაუმიანის ახალი დასახლების ბაგა-ბაღი - საჭიროა სრული რეაბილიტაცია ყველა საჭირო უსაფრთხოების რეგლამენტის გათვალისწინებით და ეზოში სათამაშო მოედნების მოწყობა.
5. სოფელ ხიხანის ბაგა-ბაღი - საჭიროა სრული რეაბილიტაცია ყველა საჭირო უსაფრთხოების რეგლამენტის გათვალისწინებით , ეზოში სათამაშო მოედნების მოწყობას და საკანალიზაციო ჭის მოწყობა.
6. სოფელ ყიზილ-აჯლოს ბაგა-ბაღი - საჭიროა სახანძრო უსაფრთხოების რეგლამენტით გათვალისწინებული ინფრასტრუქრურის პროექრირება.
7. სოფელ სადახლოს ბაგა-ბაღი - საჭიროა სახანძრო უსაფრთხოების რეგლამენტით გათვალისწინებული ინფრასტრუქრურის პროექრირება.
8. სოფელ დამიას ბაგა-ბაღი - საჭიროა სახანძრო უსაფრთხოების რეგლამენტით გათვალისწინებული ინფრასტრუქრურის პროექრირება.

ბაგა-ბაღების რეაბილიტაციის და სახანძრო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მშენებლობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვისათვის მარნეულის მერიამ ტენდერი 23 სექტემბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 3-დან 6 ოქტომბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები