გარდაბნის მუნიციპალიტეტი აღთაკლიაში სკვერის მოწყობას გეგმავს
გარდაბნის მუნიციპალიტეტმა სოფელ აღთაკლიაში სკვერის მოწყობაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის ღირებულება 38 328 ლარია, საიდანაც 23,21% ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, ხოლო 76,79% სახელმწიფო

ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

სკვერში დაგეგმილია ფილების დაგება, საბავშვო ატრაქციონების, დასაჯდომი სკამებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტი 2024 წელს არის შედგენილი.

წინადადებების მიღება 3 ოქტომბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს 15:00 საათზე დასრულდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები