მილების დაზიანების გამო ქუთლიარში, თითქმის ერთი თვეა, წყალი ქუჩასა და ეზოებში იღვრება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთლარში სასმელი წყლის მილის დაზიანების გამო, თითქმის ერთი თვეა, წყალი ქუჩებში და ეზოებში იღვრება.



მოსახლეობის თქმით, პრობლემა ყოველდღიურ ცხოვრებაში ქმნის სირთულეებს და ასევე აზიანებს გზის საფარს.

რადიო „მარნეული“ პრობლემის გასარკვევად მუნიციპალურ კომპანიას “მარნეულის სოფწყალს” დაუკავშირდა. კომპანიის ხელმძღვანელმა აკიფ ალიევმა გვითხრა, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა დაზიანებული მილი ასფალტის საფარის ქვეშ მდებარეობს და

ამიტომ კომპანიის თანამშრომლებს მისი შეკეთება არ შეუძლიათ.

„მილის შესაკეთებლად ასფალტის საფარი უნდა აიხსნას. აღნიშნული გზა კი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა. დეპარტამენტს უკვე მივმართეთ და პასუხს ველოდებით. ნებართვის მიღებისთანავე, მილის შეკეთებას სწრაფად განვახორციელებთ“, – განაცხადა აკიფ ალიევმა.

სოფლის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ შესაბამისი უწყებები პრობლემას მალე მოაგვარებენ და აღმოიფხვრება როგორც წყლის დაკარგვის, ისე გზის დაზიანების საფრთხე.

 

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები