დღეს, 30 ოქტომბერს, მარნეულის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა
გაიმართა.
საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად,
ფარული არჩევნები ჩატარდა.
მარნეულის საკრბეულო სულ 35 წევრისაგან შედგება, აქედან 34 „ქართული
ოცნების“, ხოლო 1 „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელია.
საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ერთადერთ კანდიდატად, გასული 2
მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე იყო
წარდგენილი.
ფარულ კენჭის ყრაში „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა
აგილ
მუსტაფაევმა მონაწილეობა არ მიიღო. ამირან გიორგაძის კანდიდატურას
მხარი 34-ვე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მათ შორის თავად ამირან
გიორგაძემაც, დაუჭირა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის
პროცესი.