შაუმიანში 95 მეტრიანი სანიაღვრე არხის მოწყობა 19 572 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ შაუმიანში სანიაღვრე არხის მოწყობას აპირებს. მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, შაუმიანის ერთ ქუჩაზე 95 მეტრის სიგრძის სანიაღვრე არხის მოწყობაა დაგეგმილი.

„სანიაღვრე არხი მოსაწყობია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. შაუმიანში, რადგან დღეის მდგომარეობით არ არსებობს სანიაღვრე არხი, გზის გასწვრივ მოგროვილი წყალი გადმოედინება როგორც სავალ ნაწილზე, აგრეთვე იტბორება მოსახლეობის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მოეწყოს ახალი სანიაღვრე არხი“. - აღნიშნულია ტენდერის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში

მარნეულის მერი სოფელ შაუმიანში 95 მეტრი სანიაღვრე არხის მოწყობას 19 572 ლარად გეგმავს. მერიამ ტენდერი 29 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 14-დან 19 ნოემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.
გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები