როდის აღდგება მარნეულის სოფლებში სარწყავი წყლის მიწოდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს სარწყავი წყალი რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. ქუთლიარი, ხუტორ-ლეჟბადინი, ბაიდარი, ლეჟბადინი, დიდი მუღანლო - ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც სარწყავ რხში წყალი აღარ მოედინება. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბარში საქართველოს მელიორაციის მარნეულის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა, თორნიკე გოგლიძემ განაცხადა, არხებში წყლის გაშვება კონკრეტული პროცედურების, გრაფიკებისა და სეზონების მიხედვით ხორციელდება.

“მორწყვის პროცესს, გააჩნია თავისი გრაფიკი თავისი კულტურების მიხედვით.

ჩვენთან მოსახლეობა დებს ხელშეკრულებას, სადაც გათვლილია კულტურა, მორწყვის ჯერადობა და ის თუ რომელ რიცხვებში ეკუთვნის შესაბამის კულტურას მორწყვა. არხზე, რომელიც ქუთლიარისკენ, მუღანლოსკენ გაედინება, ამოწურული იყო სარწყავად განსაზღვრული რაოდენობა და გრაფიკიც. მოსახლეობა ძირითადად წყალს ითხოვს ხოლმე საქონლისთვის, რაც მელიორაციის კომპეტენციაში არ შედის. თუმცა, უკვე დაიწყო საშემოდგომო კულტურებზე ხელშეკრულების გაფორმება.”
- თქვა თორნიკე გოგლიძემ.

საქართველოს მელიორაციის მარნეულის სერვისცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მარნეულის სოფლებში საშემოდგომო კულტურებისთვის წყალის გაშვების პროცესი უკვე მიმდინარეობს და წყლის მიწოდება 3 ნოემბრის ღამიდან ან 4 ნოემბრიდან აღდგება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები