მარნეულში ძუძუს და საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკვლევები ჩატარდება
5 ნოემბერს მარნეულის ჯეო ჰოსპიტალის სამჭობიარო და ამბულატორიულ ცენტრში უფასო სკრინიგი ჩატარდება. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადების მიხედვით, უფასო სკრინინგის პროგრამა „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებშია დაგეგმილი.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილია უფასო სკრინინგი, რომლის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.
უფასო სამედიცინო კვლევები მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის უფლებების თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით ტარდება“. - აღნიშნულია მარნეულის საკრებულოს განცხადებაში

მარნეულის ჯეო ჰოსპიტალის

სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში ქალებს 40-დან 70 წლამდე უფასოდ შეეძლებათ ძუძუს გამოკვლევა, ხოლო საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა უფასო 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებისთვის იქნება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები