მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მოქალაქეების
მიღებას 13 ნოემბერს იწყებს.
ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს და წერს, რომ
მერთან შეხვედრა ჩაწერით იქნება შესაძლებელი.
“13 ნოემბრიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან, დაურ
ისმაილოვთან, მოქალაქეთა მიღება იწყება. შეხვედრის მსურველები
წინასწარ დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 97 58 04” - წერს
ადგილობრივი თვითმმართველობა.
დაურ
ისმაილოვი მარნეულის მერიაში მოქალაქეებს კვირაში ერთხელ,
ხუთშაბათობით, 11:00- დან 16:00 საათამდე მიიღებს.
დაურ ისმაილოვმა მარნეულის მერის პოზიციაზე უფლებამოსილების შესრულება
30 ოქტომბერს დაიწყო.
გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია