მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი მულტიეთნიკურ ფესტივალს
„შინ“ ხოჯორნში გამართავს.
კულტურის ცენტრის განცხადების მიხედვით, 19 ნოემბერს 14:00 საათიდან,
ფესტივალი სოფელ ხოჯორნში გაიმართება.
„გიწვევთ ფესტივალზე „შინ“-ერთად რომ ვიზეიმოთ
მრავალფეროვნება, გავიზიაროთ მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა
ეთნიკური ჯგუფის მუსიკა, ქორეოგრაფია, გავეცნოთ ხალხურ ტრადიციებს,
ხელოვნებას და რაც ყველაზე მთავარია-შევიგრძნოთ ერთობა
მრავალფეროვნებაში“. - აღნიშნულია კულტურის ცენტრის
განცხადებაში
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ფესტივალი
„შინ“ წელს უკვე
მეორედ იმართება. პირველი ფესტივალი არქეოლოგიური
ძეგლის „გადაჭრილი გორის“ მიმდებარედ 2 ნოემბერს გაიმართა.
კულტურის ცენტრის განცხადების მიხედვით, პროექტი „შინ“ გახდა
კონკურსის გამარჯვებული ინიციატივა პროგრამის ფარგლებში „ეთნიკურ
უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით
შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“.
„ფესტივალი ხორციელდება კულტურის სამინისტროსა და
„შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით და ეძღვნება UNESCO-ს
კონვენციის მიღებიდან 20 წლის იუბილეს-დოკუმენტს, რომელიც კულტურული
თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობას
ემსახურება“. - აღნიშნულია კულტურის სახლის
განცხადებაში
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლმა ფესტივალის „შინ“
გამართვისათვის ხელშეკრულება შპს „ჯითი ჰოლდინგთან“ გააფორმა და
კომპანიას ღონისძიების ორგანიზებისათვის 146 500 ლარი გადაუხადა.
რადიო „მარნეული“