მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია “მარნეულობა 2025”-ის ღონისძიების
საკონცერტო ნაწილზე 31 600 ლარს დახარჯავს.
ღონისძიებაზე იმღერებს ანსამბლი „შავნაბადა“ და შაბან მამედოვი, ციური
მჭედლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, გიორგი წიკლაური, აფიკ ნოვრუზოვი,
ზუკა ხუციშვილი ბენდთან ერთად და დიჯეი არკანი.
ტენდერი, რომელიც თვითმმართველობამ მარნეულობის გასამართად
გამარტივებული წესით შეიძინა, დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ თანხები
შემდეგნაირადაა გადანაწილებული.
• ანსამბლი „შავნაბადა“ და შაბან მამედოვი – 11 000 ლარი
• ციური მჭედლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი და გიორგი წიკლაური – 8 000
ლარი
• აფიკ ნოვრუზოვი – 8 000 ლარი
• ზუკა ხუციშვილი და ბენდი – 12 000 ლარი
• დიჯეი არკანი – 600 ლარი
„მარნეულობა 2025“ -ს ინდივიდუალური მეწარმე თამარ ელოშვილი
დააორგანიზებს. სწორედ მას გაუფარმა ადგილობრივმა თვითმმართველობამ
გადაუდებელი აუცილებლობით
155 000 ლარიანი
ტენდერი.
ღონისძიება 15 კოემბერს, კიდევაც დაიზრდებიან“ - ის მიმდებარე
ტერიტორიაზე ჩატარდება.
მერიის ინფორმაციით, პროგრამა 12:00 საათზე დაიწყება და შემდეგ
აქტივობებს მოიცავს,
საგამოფენო სივრცე:
13:00 - 17:00 - ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა- გაყიდვა;
13:00 - 17:00 - ფოტოსივრცე - გიფერის აპარატი (უფასო სურათები
მარნეულობა 2025);
14:00 - 17:00 - მუზეუმი ღია ცის ქვეშ - მარნეულის ადმინისტრაციული
ერთეულების მიერ წარმოდგენილი ტრადიციული კულინარია და ეთნოგრაფიული
ნიმუშების გამოფენა;
14:30 - ყურძნის საზეიმო დაწურვა საწნახელში, თონეში პურის ცხობა,
ჩურჩხელების ამოვლება;
დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა გასართობი და სპორტული
აქტივობა;
13:00 - 16:00 - საბავშვო გასართობი სივრცე:
თიხით ძერწვა, კონტურების გაფერადება, ანიმატორების შოუ, ცოცხალი
ძეგლები, ილუზიონისტის შოუ, არმენ ჰოვანესიანის თოჯინური
პერფორმანსები;
13:00 - 16:00 - მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობები:
ძიუდო, მკლავჭიდი, მშვილდოსნობა, ტენისი, ნარდი, შაში, ჭადრაკი,
მაგიდის ფეხბურთი, მინი კალათბურთის ფარი.