ოჯახის წევრების თქმით, დაკარგული 60 წლამდე კაცი, რომელსაც 10 დღე
ეძებდნენ, იპოვეს.
დმანისის მუნიციპალიტეტში 10 დღის განმავლობაში იყო დაკარგული ოთარ
მგელაძე.
ოთარ მგელაძის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია რადიო
„მარნეულმა“ დღეს 13 ნოემბერს, დილის საათებში გაავრცელა. რადიო
„მარნეულს“ დღესვე, დაახლოებით 16:30 საათხე, ოთარ მგელაძის შვილი
დაუკავშირდა და გვითხრა,
რომ მამა იპოვეს და თავს კარგად გრძნობს.
შეგახსნებეთ, რომ ოთარ მგელაძე 3 ნოემბერს გაუჩინარდა. ის ბოლოს 3
ნოემბერსვე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში დააფიქსირა
კამერებმა.