მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორგიულში (მირზოვკა) სანიაღვრე
არხის მოწყობაა დაგეგმილი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის
მიხედვით, ნორგიულში 310 მეტრი სიგრძის ბეტონის სარწყავი არხის
მოწყობაა დაგეგმილი.
„სარწყავი არხი მოსაწყობია მარნეულის მუნიციპალიტეტის
სოფელ ნორგიულში (ყოფილი ე.წ. მირზოვკა), რადგან დღეის მდგომარეობით
არსებული გრუნტის კიუვეტი, რომელიც გადის მოსახლეობის ნაკვეთებზე
დაზიანებულია, რის გამოც სარწყავი წყალი ვერ მიედინება დანიშნულების
ადგილამდე და იტბორება მოსახლეობის მიმდებარე საკარმიდამო ნაკვეთები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მოეწყოს ახალი სანიაღვრე
არხი“. - აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში
მარნეულის მერია სოფელ ნორგიულში სანიაღვრე არხის მოწყობას 59 466
ლარად გეგმავს. თვითმმართველობამ ტენდერი 12 ნოემბერს გამოაცხადა.
კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენისათვის ვადა 29
ნომებრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში აქვთ. გამარჯვებული კომპანია
ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90
კალენდარული დღის ვადაში შეასრულოს.
რადიო „მარნეული“