წიგნების 12 გამომცემლობა დამოუკიდებელი მედიების მხარდასაჭერ კამპანიას უერთდება
22 დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად წიგნის გამომცემლები, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში, კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ შეუერთდნენ.

თბილისის წიგნის დღეებზე მიუსლ მკითხველებს 12 გამომცემლობისაგან შეუძლიათ შეიძინონ წიგნები, რითაც დამოუკიდებელ მედიებსაც დაეხმარებიან.

„სინათლე მედიას“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დამოუკიდებელი მედიების დახმარება ქვემოთ ჩამოთვლილი წიგნების შეძენის შემთხვევაში შეგეძლებთ:

გამომცემლობა მატარებელი • Matarebeli Comics – გამომცემლობის ნებისმიერი წიგნი თუ სხვა ნაწარმი.

Ziari Press
– ადამ ზამოისკის „ვარშავა 1920 – რუსეთის მარცხი ევროპაში“.
Meduza Books ~ გამომცემლობა მედუზა – ქართველი ავტორების წიგნები.
Bookmark Books in Vake წიგნები ვაკეში – მაღაზიაში წარმოდგენილი ნებისმიერი წიგნი.
გამომცემლობა ალონი - Aloni publishing – ნაირა გელაშვილის საბავშვო წიგნები.
სულაკაურის გამომცემლობა - ქართული პროზა
გამომცემლობა „ინტელექტი“ – სერია „Magnum Opus“.
გამომცემლობა „პალიტრა L“ – სერია „ლიტერე ინვენტეს“.
გამომცემლობა მოუბარი • Moubary Books“ – გამომცემლობის ნებისმიერი წიგნი.
გამომცემლობა „დიოგენე“ • Diogene Publishers – სერია „დიოგენე NONFICTION“.
გამომცემლობა “სიესტა” - ვაცლავ ჰაველის „ძალა უძალოთა“
აზროვნების აკადემიის გამომცემლობა - გამომცემლობის ნებისმიერი წიგნი.
ვასო გულეური, პალიტრა L - "სიზმარში დაკარგული ბიჭის ამბავი"
ლელა ცუცქირიძე, პალიტრა L - საბავშვო წიგნები

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - 22 დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემის ერთობლივი კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. პლატფორმაზე - sinatle.media ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით მათი მხარდაჭერა ერთად არის შესაძლებელი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები