მარნეულის მერის პირველ მოადგილედ გიორგი გოდაბრელიძე დაინიშნა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, მის პირველ მოადგილედ, გიორგი გოდაბრელიძე დანიშნა.  ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს და წერს, რომ სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს მერის პირველი მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

“იგი მუშაობდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში. კერძო სექტორში, საბანკო და

სამშენებლო სფეროში. ამ დრომდე, გიორგი გოდაბრელიძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.”
- წერს მერია.

მარნეულის მერის პირველი მოადგილე კენან ომაროვის მერობის პერიოდში, როინ დეკანოიძე იყო. რადიო “მარნეული” დეკანოიძეს კომენტარისთვის დაუკავშირდა, თუმცა გვითხრა, რომ არ სცალია და მობილური გაგვითიშა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები